რა მოხდება, თუ კიევის ბუდაპეშტის მემორანდუმიდან გავა: ექსპერტის მოსაზრება

Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. უკრაინამ, რომელმაც ბუდაპეშტის მემორანდუმი ბათილად ცნო, შესაძლოა „ბინძური ბომბის“ შექმნა სცადოს, განუცხადა РИА Новости-ს დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმირ ჟარიხინმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შაბათს მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილეთა მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივას წამოაყენებს. მათი მოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ მოლაპარაკებები არ შედგება, ან შედეგად კიევი უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, „უკრაინას ექნება სრული უფლება მიიჩნიოს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს და 1994 წლის ყველა პაკეტური გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დადგება“.
„მათ აქვთ ურანი, რა თქმა უნდა... მათ აქვთ ატომურ ელექტროსადგურებზე ბირთვული საწვავის ნარჩენები. მათ შეუძლიათ ამისგან „ბინძური ბომბი“, ანუ მუხტი დაამზადონ ბირთვული დაბინძურებისთვის. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება“, — განაცხადა ექსპერტმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებებისთვის „რუსეთისა და შეერთებული შტატებისგან ხელებში საშინელი ძალით მოხვდებათ“. ამან კი შეიძლება უკრაინა განკიცხულის სტატუსამდე მიიყვანოს.
„[ზელენსკის განცხადებები ბუდაპეშტის მემორანდუმის შესახებ] არის დიპლომატიურ-ტერორისტული აქტივიზმი, რომელიც აუცილებელია ყურადღების ცენტრში ყოფნისთვის“, — მიაჩნია ჟარიხინს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სცენარი, რომელშიც უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება, ექსპერტმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამის უფლებას მათ არავინ მისცემს“.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ კიევმა მნიშვნელოვანი ბირთვული არსენალი მიიღო მემკვიდრეობით. თუმცა1994 წელს უკრაინამ, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული არსენალი განადგურდა, ხოლო ბირთვულმა სახელმწიფოებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.