„ნაცმოძრაობის“ მომხრეების დაპირისპირება პოლიციასთან ბათუმში - ვიდეო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ბათუმში სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ, სადაც ირაკლი კობახიძე მართავდა შეხვედრას
Sputnik
აქტივისტებმა შეძლეს პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შეღწევა, სადაც ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს. პოლიციამ და დაცვის წევრებმა ოპოზიციონერები ძალით გაიყვანეს სასტუმროდან. პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობისათვის დაკავებულია ექვსი ადამიანი.