თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობა აუქციონზე გაიტანეს – საწყისი ფასი 16 მლნ მლნ ლარია, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქონების აღწერაში ნათქვამია, რომ იყიდება არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების თითქმის 20 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობები.
აუქციონის პირობები ითვალისწინებს 72 თვის განმავლობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას.
კერძოდ, კომპლექსი უნდა მოიცავდეს ხელოვნების ცენტრს, ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებსა და სივრცეებს, საწყობებს, სახელოსნოებს, ბიბლიოთეკას, სალექციო დარბაზსა და ჯამურად ხელოვნების ცენტრის არაუმეტეს 15% ფართობზე მოწყობილ კვების ობიექტებს.
გარდა ამისა, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის პროექტი უნდა შეთანხმდეს თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან, ნათქვამია ინფორმაციაში.
აუქციონი 18 მარტს გამოცხადდა და 4 მარტს 17:00 საათზე დასრულდება.
ობიექტი პირველად აუქციონზე 2018 წელს გაიტანეს „50 ობიექტი შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანიც ქვეყნის სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. გასაყიდი ლოტის საწყისი ფასი 35 მლნ ლარს შეადგენდა. მაგრამ დაინტერესებული პირი არ გამოჩნდა – შესაძლოა, პოტენციური მყიდველები შეაშინა პირობამ, რომლის თანახმად მყიდველმა ისტორიული შენობის რესტავრაციაზე და მის სასტუმროდ რეკონსტრუქციაზე 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ასევე მან ყველა არქიტექტურულ საკითხში კონსულტაცია უნდა გაიაროს მერიასა და კულტურის სამინისტროსთან.
წინა აუქციონზე, რომელიც გასული წლის აპრილში გამოცხადდა, ლოტის ფასი იყო 39,8 მლნ ლარი. მაშინაც შენობით არავინ დაინტერესებულა.
საავადმყოფოს კომპლექსი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის რადიკალურად შეცვლა ან გადაკეთება დაუშვებელია. აუქციონის გამარჯვებულმა კულტურის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულება უნდა იკისროს.
„მიხეილის საავადმყოფო“ – ქალაქის პირველი საავადმყოფოა, რომელიც ტფილისში XIX საუკუნეში გაჩნდა, რაც კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური ხელშეწყობით მოხდა.
კავკასიაში პირველი სამედიცინო დაწესებულება გერმანული წარმოშობის ცნობილმა არქიტექტორმა ზალცმანმა ააგო. მაშინდელ მიხეილის გამზირზე მდებარე საავადმყოფოს მშენებლობა 1865 წელს დასრულდა. ოფიციალურად საავადმყოფო 1868 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა. ხოლო მიხეილის სახელწოდება 1882 წელს მიენიჭა.