COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 20 თებერვალი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.388.534 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 18.770), გარდაიცვალა – 15.856 (ბოლო 24 საათში – 34). კარანტინის რეჟიმშია 12, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.633 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 932 ადამიანი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 9.400-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.548.893-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.388.534 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 18.770), გარდაიცვალა – 15.856 (ბოლო 24 საათში – 34). კარანტინის რეჟიმშია 12, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.633 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 932 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 32.470 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.284, PCR–ტესტით – 14.186.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 28,95%, ბოლო 14 დღის – 31,5%, ბოლო 7 დღის – 29,7%.
სულ ჩატარებულია 2.796.876 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.524 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge