ყვითელი ამბები

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის და რუს ოლიგარქს სასამართლოში უჩივის

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საზოგადოების ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცნენ
Sputnik
ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის ბავშვებზე მეურვეობის მოსაპოვებლად გაჩაღებული სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
ყვითელი ამბები
„ჰეტეროსექსუალი ვარ, მაგრამ ბრედ პიტზე ვფიქრობდი“ - 75 წლის მსახიობის აღიარება
ჯოლი ყოფილ მეუღლეს არაერთ საკითხში ადანაშაულებს, მაგალითად შვილების მიმართ ძალადობაში, თუმცა ამჯერად სასამართლოში ჯოლის თავად ბრედმა უჩივლა.
როგორც ირკვევა, ანჯელინამ საფრანგეთში მდებარე ღვინის საწარმოს, „შატო მირაველის“ წილი რუს ოლიგარქს, იური შიფლერს მიჰყიდა და ამის შესახებ ბრედს არც დაეკითხა. 58 წლის პიტმა სასამართლოს მიმართა, სარჩელი ანჯელინას წინააღმდეგ შეიტანა და რუს ოლიგარქთან ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვა.
ცნობისთვის, ჯოლი-პიტმა „შატო მირაველი“ 2008 წელს, 28,4 მილიონ დოლარად შეისყიდა, თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი მაინც ბრედის გადახდილია.