ბრძოლა გარევაჭრობასთან თბილისში: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია დაცარიელდა - ფოტო

თბილისის მერიამ მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეებისგან გაწმინდა
Sputnik
ქალაქის იერსახეზე ზრუნვის მიზნით, თბილისში ქუჩები იწმინდება უკანონოდ დადგმული დახლებისა და სავაჭრო ობიექტებისგან. გარემოვაჭრეებს სავაჭროდ გამოყოფილ ტერიტროიებზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.
1 / 12

გარემოვაჭრეებს მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს

2 / 12

აქამდე მეტროსთან უამრავი დახლი და სტენდი იდგა

3 / 12

ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, გასუფთავდეს ტერიტორია მსგავსი ობიექტებისგან და განახლდეს ინფრასტრუქტურა

4 / 12

ტერიტორიის წმენდის პროცესს პოლიცია აკონტროლებდა

5 / 12

გარემოვაჭრეებს პროტესტი არ გამოუთქვამთ, პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა

6 / 12

ტროტუარები სავალალო მდგომარეობაშია

7 / 12

მერია ტერიტორიის კეთილმოწყობას აპირებს

8 / 12

ქუჩაზე მხოლოდ დახურული ობიექტებიღა ვაჭრობენ

9 / 12

სხვა მოვაჭრეები ახლოს მდებარე ბაზრებში გადავიდნენ

10 / 12

ახლა ვარკეთილელები უკვე დადიან ჯერ-ჯერობით დაზიანებულ, მაგრამ თავისუფალ ტროტუარებზე

11 / 12

ამასობაში რეაბილიტაცია არა მხოლოდ ვარკეთილში იგეგმება

12 / 12

მერია ეტაპობრივად არემონტებს ქალაქის სხვადასხვა უბნებს