ბათუმის ბულვარში უკანონო სავაჭრო ობიექტები აიღეს - ვიდეო

ბათუმის ბულვარში უკანონო ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო
Sputnik
2010 წელს ბათუმის ბულვარის ნაწილი თურქულ კომპანიას გადაეცა არენდით, რომელმაც უკანონოდ განათავსა რამდენიმე ობიექტი და მათ დემონტაჟზე უარი განაცხადა. მერიაში აღნიშნეს, რომ დემონტაჟის შესახებ სამართლებრივ საკითხებზე დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაწყდა ტერიტორიის გაწმენდა და უკანონო ნაგებობების და ობიექტების გატანა.