ყვითელი ამბები

„ნეტა ეს კაცი ცოლს არ გაშორდებოდეს...“ – თეა გვასალია ავთანდილ ცქვიტინიძეზე წერს

თეა გვასალია საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო გადაცემით „ამბობენ“.
Sputnik
ესპანური ენის სპეციალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია 20 წლის წინ მის გადაცემაში გასულ სიუჟეტზე წერს, რომელიც დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის ქორწილს ეხებოდა.
თეა ამბობს, რომ გაივლის კიდევ 50-60 წელი და არავის ეხსომება მისი ავტორობით გამოცემული ესპანური ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, ესპანურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონი და მარკესის თხუთმეტი რომანის თარგმანი, სამაგიეროდ მსოფლიოს 128 ენაზე ითარგმნება (ინგლისურად უკვე თარგმნეს) 2002 წელს გადაცემაში „ამბობენ“ გაკეთებული სიუჟეტი ავთანდილ ცქვიტინიძის ქორწილის შესახებ.
„ხალხო, არ დაიღალეთ? არ მოგბეზრდათ ამ საცოდავი ვიდეოს წინ და უკან ტრიალი? პირველად რომ ვნახე, გამეცინა, ინგლისურად რომ თარგმნეთ, ვიხალისე, მაგრამ კარგით რა! ნუთუ ამ 20 წლის მანძილზე მრავალრიცხოვან ქართულ არხებზე უფრო საინტერესო არაფერი გაკეთებულა, ეს ვიდეო რომ არ დამხვდეს ყველგან? ერთი ეს კაცი ცოლს არ გაშორდებოდეს და არ მინდა არაფერი. ავთანდილ, ძვირფასო, რომ მცოდნოდა შენს ქორწილს 20 წლის შემდეგ ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, როგორ გამოვუშვებდი ბურდღუს მაგ ყველაფრის გადასაღებად“, – წერს თეა გვასალია სოციალურ ქსელში.
ავთანდილს და ხათუნა თოთლაძეს მყარი ოჯახი აქვთ, ისინი ერთ გოგონას ზრდიან. ავთანდილმა ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანობაც მოსინჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, ხოლო მისი მეუღლე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.