24 წლის პუერტო-რიკოელი სოფია ჟირაუ, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, Victoria's Secret-ის მოდელი იქნება.
ჟირაუმ მოდელობა 2019 წელს დაიწყო. ის ასევე ფლობს ონლაინ მაღაზიას სახელწოდებით Alavett (ესპანურ-ინგლისური სიტყვების თამაში ფრაზისა I Love It – „მე ეს მიყვარს“).
2020 წელს ჟირაუ ერთ-ერთი პირველი დაუნის სინდრომის მქონე მოდელი გახდა, რომელმაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.