თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ნარკოტიკების გაყიდვისთვის 2021 წელს ბრალი 141 ადამიანს წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის გასული წლის შესახებ ანგარიშში.
უწყების მონაცემებით, ნარკოტიკების გაყიდვისთვის 2021 წელს დაკავებული ყველა პირი განაჩენს ციხეში ელოდება.
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია საქართველოში. მხოლოდ 2021 წელს საგამოძიებო ორგანოებმა 3,8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, საიდანაც 89% გახსნილია.
ამჟამად საქართველოში ნარკოტიკები რამდენიმე გზით ხვდება. მძიმე ნარკოტიკები შემოდის აღმოსავლეთიდან, „ფონიჭალის არხის“ გავლით. ნარკოტიკების გავრცელების მეორე არხია ინტერნეტი, მესამე – ევროპა, საიდანაც ე.წ. კლუბური ნარკოტიკები შემოდის.
ნარკოტიკების ტრანზიტი და რეალიზაცია საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია და ისჯება სასჯელის უმაღლესი ზომით, მათ შორის უვადო პატიმრობითაც.