COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 18 თებერვალი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.348.581 ადამიანი; ჩატარებულია 2.791.310 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.078 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 14.405-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.526.205-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.348.581 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 24.409), გარდაიცვალა – 15.771 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 16, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.618 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.013 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 48.595 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30.616, PCR–ტესტით – 17.979.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 29,64%, ბოლო 14 დღის – 32,04%, ბოლო 7 დღის – 30,78%.
სულ ჩატარებულია 2.791.310 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.078 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge