თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოში უქმეებზე, მიუხედავად ნავარაუდევი ნალექისა, თბილი ამინდი იქნება – ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსს მიაღწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. კვირას ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მინუს 2, დღისით კი პლუს 15 გრადუსია ნავარაუდევი.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ღამით პლუს 1, დღისით კი 17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსები უქმეებზე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. შაბათს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 1, დღისით მაქსიმალური კი პლუს 13 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.
დედაქალაქში კვირას შედარებით დათბება. ღამით პლუს 3, დღისით კი პლუს 15 გრადუსი იქნება.
წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო