ხუთ წელიწადში – 50: ადამიანებით ვაჭრობის მონაცემები საქართველოში

ადამიანებით მოვაჭრეების ქმედებებისგან დაზარალებულად 2021 წელს ხუთი ზრდასრული და სამი ბავშვი ცნეს.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბრალი წარუდგინა ადამიანებით მოვაჭრე 50 პირს, საიდანაც 37 ბავშვებით ვაჭრობდა, ნათქვამია პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ადამიანებით ვაჭრობის გამო ბრალი წარუდგინეს შვიდ პირს. აქედან ხუთის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ზრდასრული ადამიანებით ვაჭრობის ფაქტებზე.
ამასთან, ადამიანებით მოვაჭრეების ქმედებებისგან დაზარალებულად 2021 წელს ხუთი ზრდასრული და სამი ბავშვი აღიარეს.
პროკურატურის განცხადებით, ადამიანებით ვაჭრობის გამო 2016–2021 წლებში ყველა დაკავებული სასამართლომ დამნაშავედ აღიარა.