ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები

ზოდიაქოს ხუთი კაშკაშა ნიშანი – მათ ასტროლოგები სცენის ოსტატებს უწოდებენ.
Sputnik
გაიგეთ ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები არიან ყველაზე მეტად არტისტული ნიჭით დაჯილდოებული.
ლომი: ლომი მზის შვილია, ამიტომ მას უბრალოდ უწერია სცენაზე გაბრწყინება. საჯაროობა ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ჩვეული გარემოა და ის თავს ასეთ შემთხვევებში საოცრად კომფორტულად გრძნობს. ყოველთვის კაშკაშა და არაორდინარულია, რისი წყალობითაც ყურადღებას იქცევს. თავი ვერ წარმოუდგენია ერთგული ფანატიკოსების გარეშე, ამიტომ მუდამ ცდილობს მათი რაოდენობა გაზარდოს. ამ ნიშნის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელია მადონა.
კურო: კურო ვენერას შვილია, ამიტომ მის სისხლში სილამაზე და ხელოვნება ჩქეფს. ბევრი კურო ავლენს თავს შემოქმედებაში და მსახიობებს შორის ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს იპოვით. აღმერთებენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, აქვთ შესანიშნავი ხმა და მუსიკალური სმენა. ზოგიერთი მხატვარი ხდება. ამ ნიშნის კაშკაშა წარმომადგენელია მეგან ფოქსი.
კირჩხიბი: შესანიშნავი მსახიობები არიან. მგრძნობიარე ნატურის წყალობით მათთვის ადვილია შეიგრძნონ შესასრულებელი როლი და გადმოსცენ პერსონაჟის ხასიათი. და ეს ყველაფერი მფარველი მთვარის წყალობით, რომელიც მათ განსაკუთრებული აღქმით აჯილდოებს. თუმცა კირჩხიბებისთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა რთულია, ამიტომ თავისუფალი დროის გატარება განმარტოებით ურჩევნიათ. ამ ნიშნის თვალსაჩინო წარმომადგენელია ტომ კრუზი.
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
მერწყული: შემოქმედებითი და უჩვეულო პიროვნებაა. არის ინდივიდუალისტი, რომელიც ცდილობს საკუთარი საქციელით გამორჩეული იყოს. ბრბოს არ მიჰყვება, არამედ საკუთარ გზას ეძებს. ეპატაჟურია, ამის გამო სცენაზე ადვილად ხვდება. ურანის მფარველობა აძლიერებს მასში შთაგონებას, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების უნარს. გამოჩენილი მერწყულია ჯენიფერ ენისტონი.
ტყუპი: მფარველობს მერკური, ამიტომ ცნობისმოყვარეობა მუდმივად მოძრაობას აიძულებს. უზარმაზარია მისი ინტერესების სფერო, სადაც ხელოვნება ავტომატურად ხვდება. თავისას ხშირად აღწევს იუმორით, ლამაზად ლაპარაკის უნარით. ესაა გარდასახვის ოსტატი, ამიტომ თავს კინოში ადვილად პოულობს. ამ ნიშნის სამაგალითო წარმომადგენელია ნიკოლ კიდმანი.