თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა თელ-ავივში გამართულ „დიდი სლემის“ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
57 კგ-მდე წონით კატეგორიაში შეჯიბრების ფინალში ლიპარტელიანი ფრანგ პრისცილა გნეტოსთან დამარცხდა.
ლიპარტელიანისთვის ეს კარიერაში უკვე მეოთხე კვარცხლბეკია „დიდი სლემის“ ტურნირებზე. სამწუხაროდ, მის აქტივში ოქრო ჯერ არ არის - ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.
მაგრამ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ვაჟებმა ტურნირის პირველ დღეს გულშემატკივარი ვერ გაახარეს. ირაკლი კუპატაძე, თემურ ნოზაძე (ორივე -60 კგ) და ლაშა ნადირაძე (-66 კგ) პირველივე ორთაბრძოლებში დამარცხდნენ.
„დიდი სლემის“ მეორე დღეს მედლებისთვის ბრძოლაში ოთხი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთვება: 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი და გიორგი ჩიხელიძე, 81 კგ-მდე კი ვლადიმერ ახალკაცი და ლევან გუგავა იასპარეზებენ.