თაფლის სახეობებს შორის ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევა. მზადდება წიწიბურას ყვავილისგან. მისი გემო არცერთი სხვა სახეობის გემოში არ აგერევათ.
ფერით მუქი ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე ვარირებს. ღია ფერის თაფლთან შედარებით ორჯერ მეტად მდიდარია მიკროელემენტებითა და ამინომჟავებით. შესაბამისად, ყველაზე მარგებელია.
გამოიყენება: ანემიის, ჰიპერტონიის, ავიტამინოზის, სტომატიტის, გასტრიტის, კანის დაავადების, გაცივების სამკურნალოდ და ასევე აღადგენს ცილოვან ცვლას.
ეს ან თითქმის უფერული, ან ღია ქარვისფერი თაფლია. აქვს არაჩვეულებრივი სურნელი. ცაცხვის თაფლი გამოირჩევა არა მხოლოდ საოცარი გემოთი — რაც იმაზეა დამოკიდებული, სადაა დამზადებული — არამედ სამკურნალო თვისებებითაც.
გამოიყენება: ანგინის, ბრონქიალური ასთმის, ბრონქიტის, ლარინგიტის, სურდოს, თირკმლის, კუჭის, კუჭ-ნაწლავის სისტემის, დამწვრობისა და ჭრილობების სამკურნალოდ.
ეს თაფლის ყველაზე ცნობილი სახეობაა. ერთ ჰექტარზე გაშენებული აკაციისგან ფუტკარი 1500 კგ-მდე თაფლს ამზადებს, ხოლო ერთი ხიდან — 8 კილოს.
აკაციის თაფლი კრისტალიზაციისას თეთრ შეფერილობას იღებს. მისი სახასიათო თავისებურება ისაა, რომ გლუკოზისა და ფრუქტოზის შემადგენლობა მასში პრაქტიკულად თანაბარია.
გამოიყენება: კუჭ-ნაწლავის, თირკმლებისა და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გარდა ამისა, არაჩვეულებრივი საძილე და დამამშვიდებელი საშუალებაა.
იდეალური პროდუქტია იმათთვის, ვისაც მომწარო გემო მოსწონს.
ფერით მუქი ყვითლიდან მურა წითლამდე ვარირებს. ახასიათებს ნელი კრისტალიზაცია და უძლიერესი წელვადობა. როცა სქელდება, კონსისტენციით ჟელეს ემსგავსება, ხოლო შუაგულში ჰაერის უამრავი ბუშტუკი უჩნდება. მაგრამ თუ მოურევთ, ისევ გათხელდება.
კალუნას თაფლი საოცრად მდიდარია მინერალური ნივთიერებებით. ეფექტურია უმადობისას, სისხლ-ძარღვებისა და ნერვული სისტემის დაავადებებისას.
ეს საკმაოდ მუქი ფერისა და სქელი თაფლია, რომელსაც თან სასიამოვნო სიმწარე დაჰყვება. სახასიათო თავისებურება — უჩვეულოდ ნელი კრისტალიზაციაა. წაბლის თაფლი ანტიმიკრობულია.
გამოიყენება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ. მნიშვნელოვნად ზრდის ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობას და კარგი საშუალებაა თირკმლების სამკურნალოდ.
გამოირჩევა გამჭვირვალობითა და ღია ქარვისფერი შეფერილობით. აქვს არაჩვეულებრივი სურნელი, არის ზომიერად ტკბილი. საკმაოდ ნელა კრისტალდება, რა დროსაც თეთრ ფერს იღებს.
ესპარცეტის თაფლი განსაკუთრებულად ფასეულ სახეობად მიიჩნევა, რადგანაც უჩვეულოდ მდიდარია ვიტამინებით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებითა და მინერალური ნივთიერებებით. შეიცავს ბევრ კაროტინს, ასკორბინის მჟავასა და ფერმენტებს.
საერთო გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამტკიცებს კაპილარებს.
შეიცავს უზარმაზარი რაოდენობის საოცრად სასარგებლო ნივთიერებებს. შეიძლება იყოს ღია ქარვისფერიდან თეთრამდე, მომწვანო შეფერილობით.
ძიძოს თაფლი უგემრიელესი პროდუქტია, რომელშიც ჰარმონიულადაა შერწყმული მსუბუქი სიმწარე და ვანილის ნოტები.
ეფექტურად გამოიყენება: ნაწლავების პრობლემებისას, ვენების დაავადებებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებისას. აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. საუკეთესო საშუალებაა უძილობისას და ნერვული გაღიზიანებისას. თუ ძიძოს თაფლს ცვილის კომპრესების ან პლასტირის სახით გამოიყენებთ, ჭრილობებით, დაჭიმულობითა თუ დაჟეჟილობით გამოწვეულ ტკივილებს დაგიამებთ.