ყვითელი ამბები

„წყვილი, რომელიც უდავოდ უხდება ერთმანეთს“– დავით კაჭარავას და ქეთი ხატიაშვილის ახალი ვიდეო

Sputnik
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი თავის რჩეულთან დავით კაჭარავასთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს. ფოტოს კომენტარებში ცნობილი წყვილის გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
„არაჩვეულებრივი წყვილი ხართ“, „როგორ მომწონხართ. პირველად ვწერ კომენტარს საერთოდ, ულამაზესი წყვილი ხართ“, „წყვილი, რომელიც უდავოდ უხდება ერთმანეთს”, – წერენ კომენტარებში ინტერნეტ-მომხმარებლები.
დაახლოებით ერთი წლის წინ პრესაში დაიწერა, რომ წყვილი შერიგდა. წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ. ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა ამჟამად პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენელია.