ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთის წარმომადგენელი გახდა

ვალიევამ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყო, მეოთხე ადგილი დაიკავა
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. რუსი მოციგურავე ანა შჩერბაკოვა ქალთა ინდივიდუალურ თანრიგში პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.
სპორტსმენმა ყველა პროგრამის შემდეგ ჯამში 255,95 ქულა დააგროვა. მეორე ადგილი ალექსანდრა ტრუსოვამ დაიკავა (251,73). მესამეზეა იაპონელი კაორი საკამოტო (233,13). კამილა ვალიევამ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა, მეოთხე ადგილი დაიკავა (224,09).
ვალიევა 15 წლისაა, ის რუსეთისა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია, სპორტსმენს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდები ორივე პროგრამაში და ქულების საერთო რაოდენობაში. შჩერბაკოვა 17 წლისაა, ის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. 17 წლის ტრუსოვა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია, მას ევროპის ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედალიც აქვს.
საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ 200,98 ქულით შემაჯამებელი მე-11 ადგილი დაიკავა.