ყვითელი ამბები

„რა გვიხარია?“ – ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი „მაკარენას“ ცეკვავენ – სახალისო ვიდეო

მომღერალი დედა-შვილი ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი ძალიან პოპულარულები არიან.
Sputnik
ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს. ნინი ბადურაშვილი, ანასტასია და ქეთევან თოფურიძეები დედასთან ერთად ხშირად პოზირებენ.
ცოტა ხნის წინ ნინიმ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დედასთან ერთად „მაკარენას“ ცეკვავს. „რა გვიხარია?“ – დააწერა მომღერალმა ვიდეოს.
ნინი ბადურაშვილი დედას განსაკუთრებით ჰგავს. ეკა კახიანი საქართველოში აღფრთოვანებას იწვევს. ვერავინ დაიჯერებს, რომ მსახიობი 57 წლისაა. მისი დახვეწილი მანერები და რომანტიკული კომპოზიციები არავის ავიწყდება.