საქართველოში 700 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანა სცადეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტი „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილების დათვალიერებისას არადეკლარირებული 745,62 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ ჯამში 84.272 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
წყარო - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.