ჰავაიზე ოკეანოლოგებმა თოკებში გახლართული ვეშაპი გაათავისუფლეს – ვიდეო

კუზა ვეშაპების ოჯახი ცურვის გაგრძელებას ვერ ახერხებდა, რადგან მდედრს ხელს უშლიდა ნაგავი. მათ დასახმარებლად სპეციალისტებს ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვა დასჭირდათ.
Sputnik
ჰავაის სანაპიროსთან ოკეანოლოგებმა აღმოაჩინეს მდედრი კუზა ვეშაპი, რომელიც გახლართული იყო ნაგავში.
ვეშაპი ოჯახთან ერთად ცურავდა ოკეანეში, რა დროსაც სხვადასხვა სისქისა და სიმტკიცის თოკებში გაიხლართა. სპეციალისტებმა მისი გათავისუფლება შეძლეს. როგორც აღმოჩნდა, ვეშაპს სხეულზე 150 მეტრზე მეტი სიგრძის თოკები ჰქონდა შემოხვეული.
ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, ვეშაპებთან მიახლოება აკრძალულია. ოპერატიულ ჯგუფს მის დასახმარებლად ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვა დასჭირდა.