ყვითელი ამბები

ნუცა ბუზალაძე დუბაიში „ლამბორჯინით“ გადაადგილდება – ვიდეო

ნუცა ბუზალაძემ დუბაიდან ვიდეო გამოაქვეყნა.
Sputnik
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკის შემდეგ დუბაიში იმყოფება და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მის ყოველდღიურობას უზიარებს. ცოტა ხნის წინ ნუცამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მომღერალი ქალაქში „ლამბორჯინით“ გადაადგილდება.
„ლამბორჯინი“ ერთ-ერთი უძვირესი ავტომობილია. მისი ფასი 500.000 დოლარიდან იწყება და ზოგიერთი მოდელი მილიონებიც ღირს. უცნობია ნუცას ეკუთვნის ავტომანქანა, თუ სხვა ვინმეს. ყოველ შემთხვევაში, მომღერალი საჭესთან ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს.
წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 296 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.