ნინი ქარსელაძეს მილიონერმა ქმარმა ძვირადღირებული ბეჭედი აჩუქა – ფოტო

ნინი ქარსელაძე ერთი წლის წინ ჩუმად გათხოვდა.
Sputnik
მომღერალი ნინი ქარსელაძე პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა ოჯახის წევრები თაყვანისმცემლებს და მეგობრებს მის ბედნიერებას უზიარებენ. თავად მომღერალი ბოლო დროს „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა სახეს არასდროს აჩენს.
ამჯერად ნინიმ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მეუღლისგან მიღებული ძვირფასი საჩუქრის ფოტო გამოაქვეყნა.
„ბედნიერი ვალენტინობა, მიყვარხარ” – ასეთი წარწერა აქვს ფოტოს. მომღერალი ერთი წლის წინ გათხოვდა. მისი მეუღლე მილიონერი თაზო ჯახუტაშვილია.