თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა.
შემთხვევა ლუბლიანის ქუჩაზე დღეს, შუადღით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოწყდა კედლის გარე სამშენებლო ლიფტი, რომელზეც ორი მუშა იმყოფებოდა.
დაშავებულებიდან ერთ-ერთი, 45 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაშავებულს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.