თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის მამაკაცს 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ნ.-მ ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, 14 წლამდე მიუღწეველი ბავშვის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედებები.
მამაკაცი დამნაშავედ ცნობილია სამ ეპიზოდში. განაჩენის გამოტანამდე ის პატიმრობაში იმყოფებოდა.