საქართველო პეკინის ოლიმპიადაზე: ანასტასია გუბანოვა ფინალში გავიდა – ვიდეო

მოციგურავეები თავისუფალ პროგრამას 17 თებერვალს წარმოადგენენ. შეჯიბრება თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ პეკინის ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამაში მე-10 შედეგი აჩვენა და ფინალში გასვლა მოახერხა.
თავისი გამოსვლისთვის გუბანოვამ 65,40 ქულა მიიღო. მოკლე პროგრამაში გამარჯვებულია რუსი კამილა ვალიევა, რომელმაც 82,16 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზეა ანა შჩერბაკოვა (80,20), მესამეზე – იაპონელი კაორი საკამოტო (79,84).
მოციგურავეები თავისუფალ პროგრამას 17 თებერვალს წარმოადგენენ. შეჯიბრება თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენი წარმოადგენს.