კვირას დმანისის რაიონის სოფელ სამებასთან 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ თბილისშიც საკმაოდ იგრძნობოდა. ეპიცენტრი დედაქალაქიდან 60 კილომეტრში იყო.
ორშაბათს სამებასთან კვლავ განმეორდა მიწისძვრა, ამჯერად 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის. დმანისსა და მარნეულში, ასევე სხვა რაიონებშიც დაზიანდა შენობები.