ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში დაბრუნება მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გადაწყვიტა

პარლამენტმა ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი სასამართლოს მიერ იანვარში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო ჩამოართვა.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. სამშაბათს საპარლამენტო მანდატის დაკარგვის შემდეგ, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მაჟორიტარობის კანდიდატად გადაწყვიტა, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი სასამართლოს მიერ იანვარში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო ჩამოართვა.
„ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე რუსთავი-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად იქნება წარდგენილი შუალედურ არჩევნებში“, - განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის დასამტკიცებლად, რომ ძალაუფლება ხალხის ხელშია და რუსთავში წარიმართება ნამდვილი „პრინციპული ბრძოლა“.
რუსთავი-გარდაბნის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 13-მა პარტიამ გაიარა.