ვახუშტის ხიდის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ვახუშტის ხიდის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა, მიზეზი – გაზმომარაგების ქსელის აღდგენის სამუშაოებია.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სამუშაოები ვახუშტის ხიდის მიმდებარედ 14 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყო და 15 თებერვლის 8:00 საათამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტას არ გამოიწვევს.
„აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
წყარო - „თბილისი ენერჯი“