საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა ქალაქ დმანისიდან 25 კილომეტრში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დღეს, თბილისის დროით 18:13 საათზე სოფელ სამებასთან (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) 3,9 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ეპიცენტრი 16 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
კვირას, 13 თებერვალს, 22:25 საათზე სოფელ სამებასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6,2 მაგნიტუდის ბიძგი თბილისშიც იგრძნეს. მიწისძვრამ დმანისის მუნიციპალიტეტში შენობები დააზიანა.