ყვითელი ამბები

ლელა წურწუმიას ქმარმა გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყო – ვიდეო

მამულიჩამ ლელა წურწუმია შოკში ჩააგდო.
Sputnik
სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკში პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა (მამულიჩა) მეუღლეს ლელა წურწუმიას გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყო.
კერძოდ, ქალაქის მთავარი გული მხოლოდ ლელასთვის აინთო. როგორც პროდიუსერმა გადაცემაში „შენი დილა“ აღნიშნა, ამ დღეს ყოველთვის სიყვარულით ხვდება. „ჩემო ლელა, გაუმარჯოს ჩვენს სიყვარულს. ეს ყვავილები თქვენ, ეს შოკოლადი თქვენ და ესეც თქვენია”, – თქვა მამულიჩამ.
ლელა და მამულიჩა ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული წყვილია. ამჟამად ლელას საკუთარი გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მიჰყავს. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მეუღლე მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. გოგონამ ფოტოგრაფობა გადაწყვიტა და ახლა გადაცემის ჩაწერისას კადრს მიღმა პოპ-დივასთვის მუშაობს.