მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში დროის უმეტეს ნაწილს მეუღლესთან ხათუნა ფეიქრიშვილთან ერთად ატარებდა.
როგორც მსახიობმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ აღნიშნა, სიყვარული რომ არა, ამ ორ წელიწადს მისი ფსიქიკა ვერ გაუძლებდა.
„სიყვარულმა გადაგვატანინა ეს პანდემია. პანდემიის დროს ერთმანეთზე ვზრუნავდით, სითბოს და სიყვარულს ნამდვილად არ ვაკლებდით ერთმანეთს და კონფლიქტი არც გვქონია. სულ ერთად ვართ გარდა სამსახურისა. რეპეტიციებზე სულ დამყვებოდა, არცერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია. ჩემს თანამშრომლებთან ერთხელ ვთქვი, ხათუნა სპექტაკლზე ვერ მოდის–მეთქი და ეგ არ უნდა გეთქვაო. თილისმას ეძახიან, რადგან სულ თან დამყვება“, – ამბობს მალხაზ ქვრივიშვილი.
ხათუნა ფეიქრიშვილი საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა. ერთხელ შემთხვევით მოხვდა სერიალში „ელიტარული დახმარება“, სადაც პრემიერ-მინისტრის როლი განასახიერა და სწორედ იქ შეხვდა მალხაზ ქვრივიშვილს. მათი ოჯახი 10 წელზე მეტს ითვლის.