კიდევ ერთი ბიძგი: საქართველოში მიწისძვრების სერია გრძელდება

ეს უკვე მე-8 ბიძგია გუშინდელი 6,2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც დმანისთან ახლოს დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დღეს, თბილისის დროით 21:03 საათზე სოფელ სამებასთან (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) 3,6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მორიგი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად 13 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ეს უკვე მე-8 ბიძგია გუშინდელი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომლის მაგნიტუდა 6,2 იყო.
კვირას სოფელ სამებასთან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტში დაზიანდა ათობით შენობა და სკოლა, რომლის მოსწავლეები დღეიდან დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ. შესაძლოა, სკოლის დემონტაჟი მოხდეს.
წყარო - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.