COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორ მოიქცევა, უცნობია: გამოვლინდა „ომიკრონის“ ორი ახალი ვარიანტი

Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. პოლონეთში შტამ „ომიკრონის“ ორი ახალი ვარიანტია გამოვლენილი, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალდემარ კრასკამ პოლონეთის რადიოს ეთერში.

„ამ მომენტისთვის უკვე გვაქვს „ომიკრონის“ ორი ახალი სუბვარიანტი... ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ არ იცის, როგორ მოიქცევიან ეს ვარიანტები და დაავადების როგორ მიმდინარეობას მოგვცემენ“, — აღნიშნა კრასკამ.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევის 96% „ომიკრონზე“ მოდის.
მისი თქმით, როგორც ჩანს, კორონავირუსი ყოველდღიური ცხოვრებიდან ასე მარტივად არ წავა და კიდევ დიდხანს დარჩება ის გარკვეული ჩვევები, რომლებიც ადამიანებს პანდემიის პერიოდში გამოუმუშავდათ, მაგალითად, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა თუ დეზინფექცია.