თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ფოთში მრავალბინიანი სახლის საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს.
„ტელეიმედის“ მონაცემებით, ცხედარი აღმოაჩინეს სანტექნიკოსებმა, რომლებიც გაჭედილი კანალიზაციის გასაწმენდად გამოიძახეს. ცხედარი მილის გაწმენდისას იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ასევე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.