ვაზისუბანში ტრანსპორტის მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. თბილისში შანდორ პეტეფის ქუჩიდან ჯავახეთის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა 8 მარტის ჩათვლით დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში პეტეფისა და მანდელშტამის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 17 შინდისელი გმირისა და ჯავახეთის ქუჩებით. ხოლო მხარგრძელის ქუჩაზე ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთისა და გ. მელიქიშვილის ქუჩებიდან.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ავტობუსები
N25, N50, N343 სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ვაზისუბნის დასახლებიდან გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით და განაგრძობენ სვლას დადგენილი სქემით. ვაზისუბნის მიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული მარშრუტები გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.
N319 და N377 ვაზისუბნის დასახლებიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, რომლის შემდეგ, სვლას განაგრძობენ ჯავახეთის ქუჩაზე N16 და N174-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნებით, მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მარშრუტების დადგენილი მოძრაობის სქემა უცვლელია.
მიკროავტობუსები
N455, N493 და N521 მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჯავახეთის ქუჩაზე N16 და N174-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნებისას გადაინაცვლებენ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მიკროავტობუსების დადგენილი მოძრაობის სქემა უცვლელია.
წყარო - მერიის პრესსამსახური