საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - მძლავრი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა

ბიძგები ასევე იგრძნობოდა სომხეთში, სადაც ბიძგების სიმძლავრემ 5 ბალი შეადგინა. აზერბაიჯანში ნაკლები სიძლიერის ბიძგები დაფიქსირდა - 3,5 ბალი.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ძლიერი ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბიძგები ასევე იგრძნობოდა სომხეთში, სადაც ბიძგების სიმძლავრემ 5 ბალი შეადგინა. აზერბაიჯანში ნაკლები სიძლიერის ბიძგები დაფიქსირდა - 3,5 ბალი.
წყარო - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.