მსოფლიო დღეს

დიდ ბრიტანეთში ლასას ცხელების შემთხვევა დადასტურდა

ლასას ცხელება მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მძიმე მიმდინარეობითა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. დიდ ბრიტანეთში ლასას ცხელება გამოვლინდა - ბედფორდშირის საგრაფოში პირველი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო (UKHSA).
„UKHSA ადასტურებს, რომ ლასას ცხელების სავარაუდო შემთხვევა ამჟამად დადასტურებულია, შედეგად დაავადების შემთხვევების საერთო რიცხვი სამამდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ეს ადამიანი გარდაიცვალა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ფართო საზოგადოებისთვის რისკი კვლავ ძალიან დაბალია, მედიკოსების მიერ მიმდინარეობს ყველა იმ პირის დადგენა, ვისაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდა.
ზოგადი მიმოხილვა - ლასას ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადებაა. ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, მაღალი ლეტალობით, სასუნთქი ორგანოების, თირკმელების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, ჰემორაგიული სინდრომით.
ძირითადი გადამტანები არიან აფრიკული ვირთხები, ასევე ინფექციის წყარო შესაძლოა იყოს ლასას ცხელებით დაავადებული ადამიანი, რომლის ყველა გამონადენი ინფექციის მატარებელია დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში.
ინფექციის გავრცელება შესაძლოა მოხდეს კვებითი, წყლიდან, ჰაერ-წვეთოვანი გზით, კონტაქტით, მათ შორის სქესობრივით და ვერტიკალურით (ორსული ქალიდან ნაყოფზე).
ადრე ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ იანვარში ლასას ცხელების აფეთქების შედეგად ქვეყანაში 40 ადამიანი გარდაიცვალა.
UKHSA-ს მთავარი სამედიცინო კონსულტანტის, სიუზან ჰოპკინსის თქმით, დიდ ბრიტანეთში 1980 წლიდან ლასას ცხელების რვა შემთხვევა იყო შეტანილი. ბოლო ორი 2009 წელს გამოვლინდა. დაავადების შემდგომი გადაცემის რაიმე სარწმუნო მტკიცება არ არსებობს.
წყარო - ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო (UKHSA).