COVID-19 - ბოლო ცნობები

7 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 15.712-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.454.054-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 15.712 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 7.713 შემთხვევა —დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 2.495, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1.088, კახეთი - 997, აჭარა - 919, ქვემო ქართლი - 828, შიდა ქართლი - 698, გურია - 463, მცხეთა-მთიანეთი - 235, სამცხე-ჯავახეთი - 227, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 49.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21.623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.248.242-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 40 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.556-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 190.241 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.123 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 2.493, იმერეთში – 1.205, აჭარაში – 767.
1.270 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 284 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 40, იმერეთში – 24.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.581 ადამიანი, მათ შორის 945 - თბილისში, 424 - აჭარაში.
182.537 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 21 ადამიანი, მათგან თბილისში — 11.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 15.712-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.454.065-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.