უბედური შემთხვევა თბილისში: ავარიას 13 წლის ბავშვი ემსხვერპლა

შემთხვევის დროს მოზარდი სკუტერით გადაადგილდებოდა.
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. თბილისში ავარიას 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შემთხვევა დღეს, მთაწმინდაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი სკუტერით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.