ძალიან საშიში სიმპტომი: თუ თვალებს დიდხანს არ ახამხამებთ – სასწრაფოდ ექიმთან!

Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. დაჟინებული მზერა შეიძლება პარკინსონის დაავადების სიმპტომი იყოს, წერს გამოცემა Express პარკინსონის დაავადების ევროპული ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არ ახამხამებს თვალებს, ეს, შესაძლოა, დაავადების ადრეული მაუწყებელი იყოს. საქმე ისაა, რომ პარკინსონის დაავადების დროს ტვინის ის ნერვული უჯრედები ზიანდება, რომლებიც მამოძრავებელ პროცესებს აკონტროლებს.
გარდა ამისა, როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ადამიანი უნდა გაფრთხილდეს მაშინაც, თუ ნელი სიარულისას ერთ-ერთი ხელი სხეულის ტაქტის შესაბამისად არ უმოძრავებს.
სპეციალისტები პარკინსონის დაავადების სიმპტომებს შორის ასევე ასახელებენ:
მოხრილ პოზას,
წვრილ ხელწერას,
კიდურების ან კისრის არეში დაბუჟებას,
ჩხვლეტებს, ტკივილისა თუ დისკომფორტის შეგრძნებას.
ამასთან, ზოგ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ხმა შეეცვალოს და უფრო რბილი გაუხდეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყნოსვის დაკარგვა ასევე შეიძლება იყოს პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშანი.
არ გამოტოვოთ: პარკინსონის დაავადება: ადრეული ნიშნები ტერფებსა და ფეხის თითებზე
პარკინსონის დაავადება არის ცენტრალური ნერვული სისტემის ნელა პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება. თანამედროვე მედიცინას ჯერჯერობით არ შეუძლია განკურნოს დაავადება, თუმცა კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობის არსებული მეთოდები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი და შეანელოს დაავადების პროგრესირება.
წყარო: Express