გაუჩინარებული ამერიკელი ტურისტი სანზონაში იპოვეს

მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლებმა გაავრცელეს.
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა გაუჩინარებული ამერიკელი ტურისტი ალექს ლოიოსი თბილისში, სანზონის რაიონში იპოვეს.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ოჯახის წევრები და ახლობლები აშშ-ის 39 წლის მოქალაქეს თბილისში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მამაკაცი მეგობრებმა ბოლოს 8 თებერვალს ნახეს, რის შემდეგაც იგი კონტაქტზე აღარ გამოსულა.
ლოიოსის ახლობლებმა მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამართალდამცველ ორგანოებს გუშინ მიმართეს.