ყვითელი ამბები

„გენაცვალე, სოფელო...“ – თაკო ტაბატაძე ახალ ვიდეოს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა პოპულარულია გია ბაღაშვილის და თაკო ტაბატაძის დაშორების ამბავი.
Sputnik
მუსიკოს გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლე, მსახიობი თაკო ტაბატაძე კიდევ ერთხელ აქვეყნებს პოსტს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მისი პირადი ცხოვრების შესახებ მასმედიით გავრცელებული ამბების შემდეგ თანადგომა გამოუცხადეს.
თაკომ, როგორც ჩანს, საკუთარი მდგომარეობა ფილმ „ნატვრის ხის“ ცნობილ პერსონაჟ მარიტას შეადარა და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მარიტას განიხილავენ და ტალახს ესვრიან.
,,გენაცვალე, სოფელო, უუჰ შენს ძალასა. დამითაგეთ ,,ჰეითერები”, – დაწერა მსახიობმა.
თაკომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი მეუღლე გია ბაღაშვილი ერთმანეთს უკვე მესამე წელია დაშორებულები არიან.