ყვითელი ამბები

„მე ხომ არცერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე...“ – ტრაგედია სანდრა რულოვსის ოჯახში

სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.
Sputnik
საქართველოს ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს. „დედიკო გუშინ საღამოს მშვიდად და წყნარად, ქმარ-შვილის დასწრებით წავიდა ამ ქვეყნიდან“, – დაწერა სანდრამ „ფესბუქის“ პირად გვერდზე.
სანდრას დედა ავადმყოფობდა. როდესაც რამდენიმე წლის წინ რულოვსი ზუგდიდის მერობისთვის იბრძოდა, წინასაარჩევნო კამპანიისას ერთ-ერთ ინტერვიუში იტირა კიდეც, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანმა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
ყოფილი პირველი ლედი წარმოშობით ჰოლანდიელია. დაიბადა ნიდერლანდის ქალაქ ტერნეუზენიში 1968 წლის 23 დეკემბერს.