სატვირთოების კილომეტრებიანი „საცობი“ ბელარუსის, პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრებზე – ვიდეო

ბელარუსის საზღრებზე პოლონეთთან და ლიეტუვასთან კატასტროფული მდგომარეობაა, რაც დიდ ზიანს აყენებს ბიზნესსა და ეკონომიკას.
Sputnik
საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან სატვირთოების უსასრულო რიგებია. ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტი იუწყება, რომ საზღვრებთან 5 ათასზე მეტი სატვირთო მოგროვდა და სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს.
ბელარუსის მხარე აცხადებს, რომ შეფერხება საბაჟო სისტემის განახლებამ გამოიწვია და პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.
მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ ლიეტუველი მესაზღვრეები სიტუაციით სარგებლობენ და შეგნებულად ართულებენ საზღვრის კვეთის პროცესს, რათა კოლაფსი გამოიწვიონ.