ქუთაისში რუსი ტურისტი სცემეს: რა გახდა დაპირისპირების მიზეზი

Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე რუსეთის მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცი სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, თანხის გამო დაუპირისპირდნენ.
მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა​, დამატებით კვლევებზე კი პაციენტმა თავად განაცხადა უარი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.