ჟურნალისტ მაია ასათიანს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ჟურნალისტი არ წერს, რამდენად რთულად ან მარტივად მიმდინარეობს მკურნალობის ეტაპი. როგორც მისი „ინსტაგრამის“ „სთორებიდან“ ირკვევა, სახლშია და ვირუსს ერთგულ მეგობრებთან ერთად ებრძვის.
პირველად კორონავირუსი ასათიანს სექტემბერში შეხვდა და ამის გამო ის კლინიკაშიც კი გადაიყვანეს. მაია ასათიანი ორ ძაღლთან ერთად მარტო ცხოვრობს მას შემდეგ, რაც მისი ერთადერთი ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ საფრანგეთში ვერაგ დაავადებას ემსხვერპლა. ასათიანს ხშირად სტუმრობენ დედა და ნახევარდები, თუმცა ჟურნალისტი მარტო ცხოვრებას ამჯობინებს.
მის ცხოვრებაში საყვარელი მამაკაციც არსებობს, თუმცა წამყვანი მას სახეს საგულდაგულოდ მალავს და ამბობს, რომ ქორწილს აღარ აპირებს, რადგან ძალიან უყვარს მარტოობა. წამყვანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა თაობიდანაა, ანუ, სავარაუდოდ, მასზე უმცროსია.