გარდაიცვალა ქართული ფეხბურთის ლეგენდა

Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი.
მის სახელს უკავშირდება დინამოელთა პირველი დიდი ტრიუმფი 1964 წელს. მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში დათუნაშვილმა ორი გოლი გაიტანა, „დინამომ“ კი მოსკოვის „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
ილია დათუნაშვილი (ქვედა რიგი, მარჯვნიდან პირველი) 1964 წლის ჩემპიონი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში
1966 წელს ილია დათუნაშვილი სსრ კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა 20 გატანილი გოლით.
მან თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში 220 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა.
1997 წელს ილია დათუნაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
წყარო: პირველი არხი