სასჯელი უპირატესობისთვის: აშშ-ს კამილა ვალიევას დასჯა სურს

Sputnik
მარია მერკულოვა
პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და რუსი სპორტსმენების ავისმსურველებმა აშკარდა ცალსახად დაისახეს მიზნად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის მაქსიმალურად დემორალიზება. სამიზნედ კამილა ვალიევა შეირჩა, მოციგურავე, რომელიც თამაშებზე გამოსვლების შემდეგ ლეგენდად იქცა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გოგონა მხოლოდ 15 წლისაა, ხოლო ზეწოლა, რომელიც ახლა მასზე ხდება, უპრეცედენტოა.
სასამართლო პროცესი სპორტსმენის დეკემბრის დოპინგ-ტესტთან დაკავშირებით ჯერ არ დასრულებულა. იგი ინდივიდუალურ შეჯიბრებებში დაუშვეს გუნდური შეჯიბრების შემდეგ. ტესტი დეკემბრისაა და არა იანვარ-თებერვლისა, კარდიოლოგიური პრეპარატი, რომელიც მის სისხლში აღმოაჩინეს, მართალია, აკრძალულია, მაგრამ გამოსვლის შედეგებს ვერ აუმჯობესებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ახლა ცდილობს კამილა ყინულზე აღარ დაუშვას. მისი კარიერა შესაძლოა სკანდალმა დაამსხვრიოს, წერს რადიო Sputnik-ის ავტორი.
რუს მოციგურავეებს არ აჯილდოვებენ. ძველი ტესტი რატომღაც სწორედ ახლა გახსნეს — პეკინში გუნდის გამარჯვების შემდეგ. სიტუაცია, რომელშიც ვალიევა აღმოჩნდა, კოშმარს ჰგავს. თუმცა ზოგი ავისმზრახველისთვის ეს საკმარისი არ არის.
შეერთებულ შტატებში ახალგაზრდა სპორტსმენის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა წამოიწყონ, განაცხადა აშშ-ის ანტიდოპინგური სამსახურის (USADA) ხელმძღვანელმა ტრევის ტაიგარტმა. მიზეზი და საფუძველი — 2020 წელს ამერიკაში მიღებული „როდჩენკოვის აქტია“. ის ამერიკელებს აძლევს უფლებას, დევნონ და დასაჯონ სპორტსმენები, რომლებიც დოპინგის მიღებაში არიან მხილებული და იმ შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ, რომლებშიც აშშ-ის მოქალაქეებიც გამოდიოდნენ.
კი, ვაშინგტონმა ეს შესაძლოა სულაც არ გააკეთოს, შესაძლოა ყველაფერი ტაიგარტის ამ განცხადებით დასრულდეს. მაგრამ მომხდარი უკვე აღუწერელი სიმდაბლეა, განსაკუთრებით კამილას ასაკისა და ინციდენტის ყველა გარემოების გათვალისწინებით. თავად „კანონი“ არის სახელმწიფოთა იურისდიქციის ღია და თავხედური გაფართოება ქვეყნის საზღვრებს მიღმა. ამერიკელები აცხადებენ, რომ მათი კანონი საერთაშორისოა და სხვა ქვეყნების კანონებს აღემატება და მათ არავინ ეწინააღმდეგება.
გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ USADA-ს ხელმძღვანელისა და ვალიევას მიმართ მისი მუქარის შემთხვევაში თუნდაც ის მოხდება, რაც ბრიტანული Daily Mail-ის რეპორტიორ რიატ ალ-სამარაის შემთხვევაში მოხდა: მან გადაწყვიტა გოგონა სტადიონზე გამოეჭირა და ეკითხა, „სუფთამ“ გაიარა თუ არა მიქსტ-ზონა. სპორტსმენმა სახეზე კაპიუშონი ჩამოიფარა და არაფერი უპასუხა, ტაბლოიდურმა მჯღაბნელმა კი „ტვიტერზე“ დაიკვეხნა გმირობა, რისთვისაც მას უმოწყალოდ დასცხეს სხვადასხვა ქვეყნის კომენტატორებმა.
სხვათა შორის, განა ამერიკელი ფუნქციონერის განცხადება არასრულწლოვნის მიმართ მუქარას არ ჰგავს? ბულინგი და აბუჩად აგდება ნამდვილად სახეზეა.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე