ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია წლებია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემაში მუშაობს. ცოტა ხნის წინ თიკამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ივარცხნის თმას ეთერში გასვლამდე შვიდი წუთით ადრე.
„აი ექსტრემალი ქალის ცხოვრება. ამაში შემიძლია ექსტრიმი მხოლოდ“, – ამბობს სიცილით ტელეწამყვანი.
ფაცაციას პირადი ცხოვრება ბევრს აინტერესებს. ტელეწამყვანი მრავალი წელია გათხოვილია და სამი ვაჟი ჰყავს.